Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ, სლობოდან


სერბიამ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ, სლობოდან მილოშევიჩთან დაახლოებული მოღვაწეებიდან ოთხის დაპატიმრების ორდერები გასცა.

სერბიამ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ, სლობოდან მილოშევიჩთან დაახლოებული მოღვაწეებიდან ოთხის დაპატიმრების ორდერები გასცა.
სერბიის იუსტიციის სამინისტროს ეს ნაბიჯი გადაიდგა შეერთებული შტატების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეს. ეს ულტიმატუმი გაეროს ჰააგის ტრიბუნალთან სერბიის ხელმძღვანელობის თანამშრომლობის მოთხოვნას უკავშირდება. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ახლა სერბიის პოლიციის მოვალეობაა, დააპატიმროს ოთხი მამაკაცი, რომლებისთვისაც ჰააგის ტრიბუნალს კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდებები აქვს წაყენებული. ეჭვმიტანილებს მიეკუთვნებიან სერბიის ამჟამინდელი პრეზიდენტი მილან მილუტანოვიჩი, უშიშროების საკითხებში მილოშევიჩის მთავარი მრჩეველი, ნიკოლა საინოვიჩი, იუგოსლავიის არმიის ყოფილი სარდალი დრაგოლიუბ ოიდანიჩი და სერბიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლაიკო სტოილიკოვიჩი. სერბია დაკარგავს დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მისთვის შეერთებული შტატების მიერ წლეულს გამოყოფილი თანხიდან, თუ ვაშინგტონი არ დაადასტურებს, რომ ბელგრადი განაგრძობს ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG