Accessibility links

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის აღდგომის


ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
ღვთისმსახურებას რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, კათოლიკური ეკლესიის თავკაცი, პაპი იოანე პავლე მეორე გაუძღვა. მან მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და თან მსოფლიოს პოლიტიკურ და სასულიერო ლიდერებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისაკენ მოუწოდა. როგორც პაპმა აღნიშნა, ისრაელის ჯარისკაცებსა და პალესტინელთა უშიშროების უწყების თანამშრომლებს შორის ბრძოლა ვერცერთ პრობლემას ვერ მოაგვარებს: პირიქით, მას მეტი ტანჯვა და სიკვდილი მოჰყვება. 81 წლის იოანე პავლე მეორეს, სუსტი ჯანმრთელობის გამო, ვნების კვირაში თავის მოვალეობათა შეზღუდვა მოუხდა. მისი ქირურგის, პროფესორ ალფრედო კარფანის განცხადებით, პაპს მალე გაუკეთებენ მარჯვენა მუხლის ოპერაციას.
XS
SM
MD
LG