Accessibility links

logo-print

როგორც ლონდონიდან იუწყებიან, ბრიტანეთის დედოფლის


როგორც ლონდონიდან იუწყებიან, ბრიტანეთის დედოფლის დედის დაკრძალვის ცერემონია 9 აპრილს უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

როგორც ლონდონიდან იუწყებიან, ბრიტანეთის დედოფლის დედის დაკრძალვის ცერემონია 9 აპრილს უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
ცერემონიის შემდეგ მას დაასვენებენ სამეფო აკლდამაში მეუღლის, 1952 წელს გარდაცვლილი მეფე ჯორჯ მეექვის ნეშტის გვერდით. ამჟამინდელი მონარქის, ელისაბედ მეორის დედა შაბათს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები უინდსორის სასახლეში შეიკრიბნენ გარდაცვლილისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. დედოფალი ელისაბედ მეორე არ დაესწრო ტრადიციულ სააღდგომო ღვთისმსახურებას, რათა უინდსორის სასახლეში ოჯახის წევრებთან ერთად პანაშვიდზე დარჩენილიყო. როგორც ცნობებშია აღნიშნული, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა მიუსამძიმრა: მათ შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, შეერთებული შტატების, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები.
XS
SM
MD
LG