Accessibility links

logo-print

მოსკოვში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ვალერი


მოსკოვში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ვალერი ბატუევი.

მოსკოვში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ვალერი ბატუევი.
ამის შესახებ რუსეთის გაზეთ ”მოსკოვსკიე ნოვოსტის” პრესმდივანმა დღეს საინფორმაციო სააგენტო ”ფრანს პრესს” აუწყა. ბატუევი, რომელიც "მოსკოვსკიე ნოვოსტის" თანამშრომელი იყო, ჩეჩნეთის ომს აშუქებდა. ბატუევის გვამი იპოვეს მის ბინაში - გვამს დახრჩობის კვალი და მჭრელი საგნით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა ეტყობოდა. ”მოსკოვსკიე ნოვოსტის” პრესმდივნის ინფორმაციით, მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით დაკავებულია ორი ადამიანი, თუმცა ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი – შესაბამისად ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა მკვლელობა მსხვერპლის პროფესიულ საქმიანობას. ბატუევი, რომელსაც რეპორტაჟების მოსამზადებლად ხშირად უხდებოდა ჩეჩნეთში ჩასვლა, მანამდე გაზეთებისათვის ”არგუმენტი ი ფაქტი” და ”მოსკოვსკი კამსამოლეც” მუშაობდა.
XS
SM
MD
LG