Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების


ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის ტონი მარშალის აზრით, გამორიცხული არ არის, ავღანეთის სამთავრობო ჯარის მოსამსახურეებს ქაბულსა და მის მიდამოებში დანაშაულები ჩაედინათ.

ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის ტონი მარშალის აზრით, გამორიცხული არ არის, ავღანეთის სამთავრობო ჯარის მოსამსახურეებს ქაბულსა და მის მიდამოებში დანაშაულები ჩაედინათ.
მარშალის თქმით, გამოძიებას ხელთ აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბოლო დღეების მანძილზე ქაბულში მომხდარი ძარცვებიდან რამდენიმე ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების მოწყობილია. მარშალმა აღნიშნა, რომ ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ხშირად ფულს არ უხდიან და საკვებით არ უზრუნველყოფენ. ქაბულში წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების 4500 მოსამსახურე. ამ შენაერთს დიდი ბრიტანეთი მეთაურობს.
XS
SM
MD
LG