Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სტამბოლის სამიტზე რუსეთის მიერ


ეუთოს სტამბოლის სამიტზე რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა “უხეშ დარღვევად” აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ეუთოს სტამბოლის სამიტზე რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა “უხეშ დარღვევად” აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი მენაღარიშვილი მოსკოვის მხრიდან ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკების გაჭიანურების მცდელობას. მინისტრის თქმით, შარშანდელი წლის ივლისის შემდეგ მოლაპარაკებათა პროცესში პროგრესი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაჟინებით ითხოვს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესის დაჩქარებას. პრაიმ-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში მენაღარიშვილმა დასძინა, რომ მოლაპარაკება ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების მოქმედების ვადების შესახებ შარშანდელი წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.
XS
SM
MD
LG