Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საჭირო


ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საჭირო არ არის საქართველოში სამხედრო ბაზების შენარჩუნების საკითხზე რუსეთის ცალკეული მინისტრების განცხადებების დრამატიზება.

ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საჭირო არ არის საქართველოში სამხედრო ბაზების შენარჩუნების საკითხზე რუსეთის ცალკეული მინისტრების განცხადებების დრამატიზება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისისთვის განმსაზღვრელი უნდა იყოს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის პოზიცია. პუტინმა ბოლო ხანს რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ რუსეთი თავისი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული რჩება. გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში სიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით მოსკოვმა, შესაძლოა, გადასინჯოს საქართველოდან სამხედრო ბაზების გატანის საკითხი.
XS
SM
MD
LG