Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საღამოს იერუსალიმში კიდევ ერთი


დღეს საღამოს იერუსალიმში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა: დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დღეს საღამოს იერუსალიმში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა: დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ტერაქტი დაემთხვა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერისადმი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვას, რომელშიც ჯორჯ ბუშმა იასირ არაფატს მოუწოდა, დაგმოს ტერორიზმი და დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტების შეწყვეტის შესახებ. ბუშმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონსაც მიმართა მოწოდებით, არ უარყოს წინადადება პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. ამასობაში ისრაელი განაგრძობს ოპერაციას ქალაქ რამალაში იასირ არაფატის იზოლირების მიზნით. პრემიერ-მინისტრ შარონის მრჩეველმა დორე გოლდმა განაცხადა, რომ ტერორიზმის აღკვეთისკენ მიმართული ოპერაციის ფარგლებში ისრაელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს 500-მდე პალესტინელი დააპატიმრეს. [გორე გოლდის ხმა] “ისრაელის სამხედრო ოპერაციები სრულიად მკაფიო მიზნით გრძელდება: საფუძველი გამოეცალოს ტერორიზმის ფართო ინფრასტრუქტურას, რომლის განვითარება იასირ არაფატმა მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაუშვა. ჩვენ მოვახერხეთ, დაგვეპატიმრებინა პალესტინელთა სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი მოქმედი პირები, სულ 500-მდე კაცი.” დღესვე პალესტინელმა მეამბოხეებმა მოკლეს თავიანთი 11 თანამემამულე, რომლებიც ეჭვმიტანილი ჰყავდათ ისრაელთან თანამშრომლობაში.
XS
SM
MD
LG