Accessibility links

ავღანეთის ახალი არმიის პირველმა ჯარისკაცებმა


ავღანეთის ახალი არმიის პირველმა ჯარისკაცებმა დაასრულეს 6 კვირიანი წვრთნა.

ავღანეთის ახალი არმიის პირველმა ჯარისკაცებმა დაასრულეს 6 კვირიანი წვრთნა.
ახლა ისინი მთავრობის მეთაურის ჰამიდ კარზაის გვარდიას წარმოადგენენ. თვით კარზაიმ თქვა, რომ ახალი არმია გამოყენებულ იქნება ქვეყნის რეგიონებში ურჩი საველე მეთაურების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ მიზნის ეფექტიანად მიღწევისთვის, ანალიტიკოსების აზრით, 60 ათასი ჯარისკაცია საჭირო.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დასავლეთის მიმართ მტრულად განწყობილ ავღანეთის ჯარში ახლა გადაჯგუფება მიდის. მისი თქმით, თალიბები და “ალ ყაიდა” მცირე თავდასხმების ტაქტიკაზე გადავლენ და აფეთქებებს მოაწყობენ.
ავღანეთში მყოფ უცხოელთა ჯარს ახლა ბრიტანეთი მეთაურობს. ამ კვირის ბოლოს საკუთრივ მისი 1400 ჯარისკაცი ჩავა დამატებით ავღანეთში.
XS
SM
MD
LG