Accessibility links

ქალაქ ბეთლემში, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის


ქალაქ ბეთლემში, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე მდებარეობს, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მძაფრი დაპირისპირება მოხდა.

ქალაქ ბეთლემში, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე მდებარეობს, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მძაფრი დაპირისპირება მოხდა.
ისრაელის თანახმად, შეიარაღებული პალესტინელები იესოს შობის ეკლსიაში არიან და იქიდან ისვრიან. ამავე ცნობით ჯარისკაცებს ნაბრძანები აქვთ არ ესროლონ ეკლესიას.
გუშინდელს მერე, როცა ისრაელის არმია ბეთლემში შეიჭრა, ათამდე პალესტინელი მოკლეს. ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად არის გამოცხადებული. ისრაელის არმიამ ქალაქში არ შეუშვა ქრისტიანი სასულიერო პირები. იერუსალიმის კათოლიკეთა პატრიარქმა მიქელ საბატმა თავისი პოზიცია შეკითხვით გამოხატა, ისრაელმა ეს ომი მოიგო და რაღა უნდა, რატომ არ მიდის ქალაქიდანო.
პალესტინელთა აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა აჰმედ კორეიმ განაცხადა: [კორეის ხმა] “ეს არის ახალი რეოკუპაცია, ამის შედეგად წარმოიქმნება პალესტინელთა ახალი წინააღმდეგობა, რადგან პალესტინელებს აქვთ უფლება და მზადაც არიან დაიცვან თავი. ჩვენ არ აღვმართავთ თეთრ დროშას და არ დავნებდებით, ისრაელის აგრესიას.”
ისრაელის არმიამ დაიკავა ქალაქები ჯენინი და სალფიტი. ჯენინში სროლისას 6 პალესტინელი მოკლეს, მახლობლად, ლტოლვილთა ბანაკში კი 4.
ერთ ერთ საკონტროლო პუნქტზე ისრაელის პოლიცხიამ ცრემლმდენი გაზი მიუშვა ხალხზე, დაახლოებით 2000ს ებრაელსა და არაბზე, რომელთაც ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდათ რამალაში.
XS
SM
MD
LG