Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და არაბთა ლიგა აპირებს მოიწვიონ საგანგებო შეხვედრები ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით.

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და არაბთა ლიგა აპირებს მოიწვიონ საგანგებო შეხვედრები ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით.
არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ განაცხადა, რომ შაბათს კაიროში შეიკრიბებიან არაბული სახელწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.
ეგვიპტემ გამოაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ სამთავრობო კონტაქტს ისრაელთან და იტოვებს მხოლოდ დიპლომატიური კავშირის არხებს.
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს საფრანგეთის ინიციატივა, გაიგზავნოს ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია ძალადობის შესაწყვეტად.
ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ თქვა: [პროდის ხმა] “ცხადია, რომ ორივე მხარემ უნდა შეასრულოს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ძალადობის ყველა ფორმის, ასევე ტერორის, პროვოკაციის, წაქეზების შეწყვეტას ითვალისწინებს. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, ისრაელის მთავრობამ ჯარი უნდა გააიყვანოს პალესტინელთა ქალაქებიდან, მათ შორის რამალადან”. პროდის თქმით,
არაფატი ერთადერთი პარტნიორია ისრაელისთვის.
დღესვე გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს ამ კრიზისს.
XS
SM
MD
LG