Accessibility links

logo-print

როგორც იტყობინებიან, აფეთქებებს და სროლას


როგორც იტყობინებიან, აფეთქებებს და სროლას ჰქონდა ადგილი ბეთლემში, შობის ეკლესიის მიდამოებში,

როგორც იტყობინებიან, აფეთქებებს და სროლას ჰქონდა ადგილი ბეთლემში, შობის ეკლესიის მიდამოებში,
სადაც ისრაელის ჯარებს კვლავაც ალყაში ჰყავთ მოქცეული პალესტინელთა ჯგუფი. ქრისტიანთა ერთ-ერთ უწმიდეს ადგილს 200-მდე პალესტინელი აფარებს თავს. ბევრი მათგანი შეიარაღებულია. პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელმა ჯარისკაცებმა ააფეთქეს ეკლესიის ბაღის უკანა კარი. ისრაელის წარმომადგენელმა ოლივერ რაფოვიჩმა უარყო ჯარების რაიმე სახის მოქმედება. როგორც იტყობინებიან, რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ენტონი ზინიმ დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ პერესს პალესტინელთა ლიდერთან, იასირ არაფატთან შეხვედრის ნებართვა სთხოვა. ისრაელის რადიოს თანახმად, პერესი არ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თქვა, რომ არაფატი კვლავაც იზოლირებული უნდა დარჩეს. [შარონის ხმა] ”არაფატი იზოლირებული უნდა იყოს, როგორც პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხისმგებელია ტერორისტული აქტებისთვის და, მეორე მხრივ, პრევენტიულ ზომებს არ მიმართავს. ასე რომ, გადაწყვეტილება ასეთია: იგი დარჩება იმ ადგილზე, სადაც იმყოფება, და იგი იზოლირებული იქნებაო”, თქვა შარონმა.
XS
SM
MD
LG