Accessibility links

logo-print

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მონპელიეში


საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მონპელიეში წუხელ უცნობმა პირებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს ებრაულ რელიგიურ ცენტრს.

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მონპელიეში წუხელ უცნობმა პირებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს ებრაულ რელიგიურ ცენტრს.
პოლიციის ცნობით, არავინ დაზარალებულა. ეს ებრაულ ობიექტებზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა ერთი კვირის განმავლობაში. ოთხშაბათს ებრაული სკოლის ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს პარიზის გარეუბან ობერვილში. უკანასკნელ ხანებში ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საფრანგეთში გააქტიურდნენ ანტისემიტური დაჯგუფებები და იმატა ვანდალიზმის აქტების რიცხვმა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლიონელ ჟოსპენმა განკარგულება გასცა, გაძლიერდეს სინაგოგების, სკოლების და ებრაული კვარტლების დაცვა მთელი ქვეყნის ტეროტორიაზე.
XS
SM
MD
LG