Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ ბოროტმოქმედს, რომლებმაც სამშაბათს ბანკი


სამ ბოროტმოქმედს, რომლებმაც სამშაბათს ბანკი გაძარცვეს ჰამბურგის გარეუბანში და შემდეგ პოლონეთის გავლით ავტომანქანით გაიქცნენ უკრაინაში, ეტაპით გააგზავნიან გერმანიაში.

სამ ბოროტმოქმედს, რომლებმაც სამშაბათს ბანკი გაძარცვეს ჰამბურგის გარეუბანში და შემდეგ პოლონეთის გავლით ავტომანქანით გაიქცნენ უკრაინაში, ეტაპით გააგზავნიან გერმანიაში.
როგორც უკრაინის მილიციის წარმომადგენელმა განაცხადა დღეს, ყველა ბანდიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეა. ორი მათგანი ეთნიკური გერმანელია ყაზახეთიდან. გუშინ ბანდიტები, რომლებმაც ბანკში ორი ქალი აიყვანეს მძევლად, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი დევნის შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლებს დანებდნენ ქალაქ როვნოს მახლობლად. როგორც იტყობინებიან, მძევლები არ დაზარალებულან და ისინი უკვე გერმანიაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG