Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალს განზრახული აქვს უახლოეს მომავალში


ცხინვალს განზრახული აქვს უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართოს ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაში მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის წინადადებით.

ცხინვალს განზრახული აქვს უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართოს ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაში მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის წინადადებით.
“ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირება არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა”, უთხრა პრაიმ-ნიუსს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ სტანისლავ კოჩიევმა. ეს განცხადება სტანისლავ კოჩიევმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშჩინინის დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში “ყველაზე აქტიური და დაინტერესებული შუამავალია”.
XS
SM
MD
LG