Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ფლობს


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ფლობს ინფორმაციას ახალქალაქში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან იარაღის გაყიდვის თაობაზე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ფლობს ინფორმაციას ახალქალაქში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან იარაღის გაყიდვის თაობაზე.
როგორც პრაიმ-ნიუსს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ განუცხადა, ამის შესახებ უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდა, რაც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა არხებითაც დადასტურდა. ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ უშიშროების სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან იარაღი პანკისის ხეობაში ხვდება. როგორც ხაბურძანიამ პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში თქვა, აღნიშნული სამხედრო ბაზის ზოგიერთი თანამშრომელი ჩართულია იარაღით ვაჭრობაში და ამ საქმეში საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებენ.
XS
SM
MD
LG