Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დედაქალაქში დაიჭირეს ადგილობრივი მთავრობის გადაგდების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები


საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ქაბულში, ავღანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს დიდი რაოდენობის ეგრეთწოდებული ფუნდამენტალისტები,

ანტიდასავლურად განწყობილი პირები, რომლებიც მთავრის წინააღმდეგ აპირებდნენ ამბოხს.

დაკავებული პირების რაოდენობა, ბოლოვერსით ასსამოციაა. ავღანეთის უშიშრობების სასახურის მონაცემებით, ისინი გეგმავდნენ სამხედრო აჯანყებას, თავდასხმას გარდამავალი მთავრობის მეთაურზე ჰამიდ კარზაიზე და ავღანეთის ყოფილ მეფეზე ზაჰირ შაჰზე, აგრეთვე დასავლელ უცხოელებზე. ავღანეთის უშიშროების სამსახურის მეთაურმა გენერალმა დინ მოჰამედ ჯურათმა თქვა, რომ შეთქმულები არიან “ჰეზბ ი ისლამის” სახელით ცნობილი ჯგუფის წევრები, რომლებიც გულბუდინ ჰექმათიარს ექვემდებარებიან.

შეგახსენებთ ჰექმათიანრის ვინაობას: ის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ერთ-ერთი გამოჩენილი მოჯაჰედია, ეროვნებით პუშტუნი, რომელსაც დასავლეთი ინტენსიურ მხარდაჭერას უწევდა მაშინ. საბჭოთა არმიის წასვლის შემდეგ ჰექმათიარი ხელისუფლებისთვის ომში ჩაება, გარკვეულ ეტაპზე გამარჯვებულიც იყო, თალიბებს რომ არ გაეძევებინათ ქვეყნიდან. ამას მოჰყვა მისი ირანში ემიგრაცია. ავღანეთისადმი მიძღვნილი ბონის კონფერენციის შემდგომ გამოიკვეთა მისი პოზიცია, რომ არ არის ავღანეთის ამ ტიპის მთავრობის და თალიბების ასეთნაირად განდევნის მომხრე.

ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ავღანელებმა ოპერაცია თვითონ ჩაატარეს. მათი განზრახვა ცნობილი იყო, მაგრამ უცხოელებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ და მიზეზი, თუ რატომ ტარდებოდა ეს ოპერაცია არ იცოდენენ.
ქაბულში განთავსებული ჯარის წარმომადგენლის ტონი მარშალის თანახმად, ქალაქის მეექვსე რაიონში დააკავეს ორი ავტომანქანა, რომლებშიც იარაღი, რამდენიმე ათეული კალაშნიკოვის სისტემის ატომატი იყო. ამავე ინფორმაციით დაკავებული მანქანების მძღოლები პაკისტანელები არიან.

ამ ამბის შემდეგ ავღანეთის უშიშროების სამსახურმა დააკავა სხვა პირები, ისინი, ვინც სავარაუდოდ ასევე ჰექმათიართან და “ჰეზბ ი ისლამთან” არიან დაკავშირებული.

ამ გაერთიანების წარმომადგენლმა უარყო კარზაის მთავრობის ბრალდება და განაცხადა, რომ მათი ხალხი შესარიგებლად ჩავიდა ქაბულში.

და კიდევ ერთი, ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხვას, რომ კარზაის მთავრობის ეს ქმედება ძველ მოწინააღმდეგეთა შორის ანარიშსწორება იყოს მხოლოდ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG