Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიტანს ბუშის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯი ახლო აღმოსავოლეთის კონფლიქტში


შეერთებული შტატებმა, მსოფლიოს ლამის ყველა კუთხეში მისი საგარეო, კერძოდ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკასადმი კრიტიკის გამძაფრების შემდეგ, თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა.

გადაწყდა, რეგიონში კიდევ ერთი წარმომადგენლის მივლინება - ამჯერად სახელმწიფო მდივნისა.

საქმიანი ნაბიჯი, რაც ჯორჯ ბუშის 15 წუთიან სიტყვაში გამოიკვეთა ხუთშაბათს სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ახლო აღმოსავლეთში მივლინებაა. ამ მისიის მიზანი, ბუშის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა და ტერორის დასრულების მიღწევაა. ამასთან პაუელმა ახალი იმპულსი უნდა მისცეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების თაობაზე შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ჯორჯ ტენეტის წინადადების საფუძველზე მოლაპარაკებას და მიტჩელის გეგმას, რომელიც ურთიერთნდობის მიღწევას და პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. კოლინ პაუელის ადგილზე ჩასვლის წარმატების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო საკითხთა პროფესორი ვაშინგტონის უნივერსიტეტში ნათან ბრაუნი, რომელიც ბუშის 4 აპრილის გამოსვლის უდიდეს ნაწილს, 75 პროცენტს, ძველის გამეორებად თვლის. ახალი მხოლოდ მცირეა მასში, ამბობს ბრაუნი, მხოლოდ 25 პროცენტი ეხება პაუელის წასვლას, პალესტინელთა სახელმწიფოს წექმნას და ისრაელის ჯარის გაყვანას . მაგრამ ბრაუნი ნაკლებად არის შეწუხებული ამ სიტყვის გამო, მას მეტად ადარდებს პაუელის ვიზიტის ბედი, ვაშინგტონელი პროფესორმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ მას ძალიან გაუკვირდება ისრაელმა პაუელს იასირ არაფატთან შეხვედრის უფლება რომ მისცეს. არ არის გამორიცხული, რომ ამ ამერიკელი მეცნიერის და ასევე სხვათა სკეპტიციზმი იქიდანაც საზრდობდეს, რომ ახლო აღმოსავლეთში ახლახან ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ იმოგზაურა და მის იქ ყოფნას დაემთხვა, რომ კონფლიქტმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო. აქვე ჩავურთავ, რომ პალესტინელთა ტერორიტორიებზე ისრაელის არმია განაგრძობს იერიშს. 8 უდიდესი ქალაქიდან 6 უკვე დაიკავეს ისრაელის სამხედრობემა, განსაკუთრებით დრამატულია სიტუაცია ბეთლემში, იესოს შობის ეკლესიასთან. ზოგიერთი ცნობით, ეს ისრაელის მხარეს არ დაუდასტურებია, ააფეთქეს ეკლესიასთან მისასვლელი ჭიშკარი. სულ ოპერაციის დროს ისრაელის არმიამ დააპატიმრა 1000ზე მეტი პალესტინელი.

ბუშის ეს გამოსვლა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მისი ადმინისტრაცია, ჩანს საარჩევნო კამპანიის დროინდელი პოზიციის ტრანსფორმირებას აპირებს. აქამდე ხომ თეთრი სახლი ძალადობის დაგმობით შემოიფარგლებოდა, აცხადებდა რა რომ პალესტინელებს აქვთ სახელმწიფო შექმნის უფლება და შეშფოთებული იყო განსაკუთრებით პალესტინელების ტერორის გამო. ახლა ჯორჯ ბუშმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა მიზნები მოხაზა და თქვა, რომ ისრაელს ჰაერივით სჭირდება თავისი ხალხის უშიშროება, პალესტინელებს კი საკუთარ სახელმწიფო: [ბუშის ხმა] “როცა პალესტინელი 18 წლის ქალიშვილი მზად არის თავი აიფეთქოს და ამ დროს დაიღუპება 17 წლის ებრალი გოგონა, ორივეს მომავალი კვდება, პალესტინელი ხალხის მომავალიცა და ისრაელი ხალხის მომავალიც”.

პალესტინელელბის და ისრაელის ამ მთავარი მიზნებით პოლიტიკის კეთების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვს ამერიკელ ანალიტიკოსს, სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, გადამდგარ გენერალს ედვარდ ატკესონს: [ატკისორნის ხმა] “ორი დაპირისპირებული მხრიდან ერთს უსაფრთხოება სურს, მეორეს სახელმწიფო. ერთბაშად ორივეს სურსვილს ვერ დააკმაყოფილებ. ეშმაკი დეტალებში იმალება და ვიდრე ამბობთ, მსურს ჯერ ომი შეწყდესო, ეს მხოლოდ ერთი მხარის სურვილია და მეორეს იმედის ნაპერწკალს უტოვებს მხოლოდ, მაშინ როცა პირველის მიზანი უკვე აღსრულებულია”.
ატკისონის აზრით, სანამ ბუში და მისი მრჩეველები ამას არ შეიგნებენ, თვითმკვლელებიც არ შეწყვეტენ თავდასხმებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG