Accessibility links

logo-print

სამხედრო დანაშაულთა საკითხებში შეერთებული შტატების


სამხედრო დანაშაულთა საკითხებში შეერთებული შტატების წარგზავნილმა, პიერ-რიშარ პროსპერმა დღეს იუგოსლავიის ლიდერები გააფრთხილა,

სამხედრო დანაშაულთა საკითხებში შეერთებული შტატების წარგზავნილმა, პიერ-რიშარ პროსპერმა დღეს იუგოსლავიის ლიდერები გააფრთხილა,
რომ თუ ისინი სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილებს სასწრაფოდ არ გადასცემენ გაეროს სამხედრო ტრიბუნალს, იუგოსლავიის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება. ამის შესახებ პროსპერმა დღეს ბელგრადში, სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. დღემდე იუგოსლავიის ხელმძღვანელობა ფეხს ითრევს გაეროს ტრიბუნალისათვის სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილთა გადაცემის საკითხში. როგორც პროსპერმა აღნიშნა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი ”მეტად შეშფოთებულია” იმის გამო, რომ იუგოსლავიის მთავრობა არ ავლენს თანამშრომლობისათვის მზადყოფნას. აშშ-მ მიმდინარე კვირაში შეაჩერა იუგოსლავიისათვის განკუთვნილი დახმარება მას შემდეგ, რაც ბელგრადმა არ შეასრულა ვაშინგტონის მოთხოვნა, რომელიც სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილთა 31 მარტამდე გაცემას ეხებოდა.
XS
SM
MD
LG