Accessibility links

logo-print

უზბეკეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა


უზბეკეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის მმართველობის ვადის 5-დან 7 წლამდე გაგრძელებას.

უზბეკეთის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის მმართველობის ვადის 5-დან 7 წლამდე გაგრძელებას.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იანვარში გამართული რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა 90 პროცენტი მიემხრო ვადის გაგრძელებას. მაგრამ დღევანდელ კენჭისყრამდე ნათელი არ იყო, შეეხებოდა თუ არა ეს სიახლე ამჟამინდელი პრეზიდენტის, კარიმოვის მმართველობას. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უზბეკეთში 2007 წლის დეკემბერში გაიმართება. გარდა ამისა, ამჟამინდელ უზენაეს საკრებულოს ჩაენაცვლება ორპალატიანი პარლამენტი. როგორც იუწყებიან, მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG