Accessibility links

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა


მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ქამალ ხარაზის შეხვედრა გაიმართა.

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ქამალ ხარაზის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ხარაზიმ კრემლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ირანს რუსეთთან ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს. ხოლო პუტინმა ისაუბრა ირანის მნიშვნელოვან როლზე ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში. ხარაზი შეხვდა აგრეთვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ივანოვმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ახლო აღმოსავლეთში დაზავების მხარდაჭერაზე. მისი თქმით: [ივანოვის ხმა] ”გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ახალი რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის შესახებ, რომელიც ორივე მხარისაგან მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, აგრეთვე ისრაელის მიერ ჯარების გაყვანას პალესტინელთა ტერიტორიებიდან, მათ შორის რამალადან. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მივაღწიოთ ორივე მხერის მიერ ბოლო რეზოლუციების შესრულებას”. თავის მხრივ ხარაზიმ გაიმეორა ირანის მოწოდება ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნებისადმი, შეწყვიტონ შეერთებული შტატების მომარაგება, ვაშინგტონის მიერ ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ერთი წლის წინ პუტინისა და ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეს ხელშეკრულება ეხება თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის სფეროში.
XS
SM
MD
LG