Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შიმონ


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შიმონ პერესს მიაჩნია, რომ ისრაელის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებიდან და განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შიმონ პერესს მიაჩნია, რომ ისრაელის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებიდან და განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება.
რადიოინტერვიუში პერესმა აღნიშნა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელია ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის აღკვეთა. ორი დღის წინ, პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის მოწოდებით ისრაელს, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიმართეს. შაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ გააკრიტიკა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი, რომელმაც არ გამოიყენა კონფლიქტის მოგვარების ყველა შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG