Accessibility links

logo-print

არაბულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განზრახული აქვთ


არაბულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განზრახული აქვთ მოუწოდონ ისრაელს – შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის თაობაზე.

არაბულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განზრახული აქვთ მოუწოდონ ისრაელს – შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის თაობაზე.
მოელიან, რომ შეხვედრაზე განიხილავენ ერაყის წინადადება, რომ შეერთთებულ შტატებს, აგრეთვე იმ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, შეუწყვიტონ ნავთობის მიწოდება. ხვალ ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც დაზავებას შეეცდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის. იგი საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებს შეხვდება. პაუელის შეხვედრა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან, რომელიც კვლავინდებურად შინაპატიმრობაშია თავის რეზიდენციაში, რამალაში, ჯერჯერობით არაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG