Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა


საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში ჯერჯერობით ვერ ხედავს რაიმე საგანგაშოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში ჯერჯერობით ვერ ხედავს რაიმე საგანგაშოს.
კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის გამოყვანის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებისა და ტყვარჩელის მიმართულებით აფხაზეთის შეიარაღებული ძალების წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას შევარდნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისი თვალყურს ადევნებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და კონტაქტშია აფხაზურ და რუსულ მხარეებთან. გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელთან, დიტერ ბოდენთან პარასკევს გამართული შეხვედრის კომენტირებისას პრეზიდენტმა განაცხადა აგრეთვე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით გამოკვეთილი ტენდენცია ”საინტერესო და მნიშვნელოვანია”.
XS
SM
MD
LG