Accessibility links

ნაღმზე ჯავშანტრასპორტიორის აფეთქების შედეგად წუხელ


ნაღმზე ჯავშანტრასპორტიორის აფეთქების შედეგად წუხელ გროზნოს შემოგარენში 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა;

ნაღმზე ჯავშანტრასპორტიორის აფეთქების შედეგად წუხელ გროზნოს შემოგარენში 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა;
ერთი – დაიჭრა. ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ოფიცერია. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, იმავე დღეს კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. იგი იმყოფებოდა შვეულმფრენში, რომელსაც მეამბოხეებმა გაუხსნეს ცეცხლი. ქალაქ გუდერმესის ცენტრში წუხელ 70-წლის ადგილობრივი მკვიდრი იქნა მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობის მიზეზი არაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG