Accessibility links

logo-print

ქალაქ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ


ქალაქ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, გააფრთებული ბრძოლა მიმდინარეობს ისრაელის ჯარსა და პალესტინელებს შორის.

ქალაქ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, გააფრთებული ბრძოლა მიმდინარეობს ისრაელის ჯარსა და პალესტინელებს შორის.
პალესტინელთა ცნობით, მოკლულია სულ ცოტა 30 მათი თანამემამულე და ბევრია დაჭრილი. ისრაელის შვეულმფრენებმა რაკეტები ესროლეს ქალაქს. წუხელ, პალესტინელ ლტოლვილთა ერთ-ერთ ბანაკში, ჯენინის მახლობლად, 2 ისრაელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, 3-დაიჭრა. ნაბლუსში, ისრაელის ჯართან შეტაკებისას სულ ცოტა 10 პალესტინელი დაიღუპა. ბეთლემში, ისრაელის ჯარს უკვე მეხუთე დღეა ალყაში ჰყავს მოქცეული ქრისტესშობის ეკლესია, სადაც თავშესაფარი ნახა ორასამდე პალესტინელმა, რომელთაგან ბევრი – შეიარაღებულია. წუხელ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 25 პალესტინელი იქნა მოკლული. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს - დაუყოვნებლივ მოუღონ ბოლო ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრას.
XS
SM
MD
LG