Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა დოქტორმა აბდულამ განაცხადა,

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა დოქტორმა აბდულამ განაცხადა,
რომ ხელთა აქვს უტყუარი სამხილი იმისა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გულბუდინ ჰექმათიარის მომხრეებს მთავრობის დაწესებულებათა აფეთქება ჰქონდათ განზრახული ქაბულში. ამ კვირის დასაწყისში, ხსენებული ტერაქტის მომზადებაში თანამონაწილეობის ბრალდებით გულბუდინ ჰექმათიარის 250 მომხრე დააპატიმრეს. როგორც აბდულამ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია ჰექმათიარის ადგილსამყოფელი. გულბუდინ ჰექმათიარი ირანში ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით, თუმცა მოარული ხმების თანახმად იგი ახლახან, ავღანეთში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG