Accessibility links

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას მდინარე


ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის მოწოდებებისა, რომ გაიყვანოს ჯარები პალესტინელთა ტერიტორიებიდან.

ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის მოწოდებებისა, რომ გაიყვანოს ჯარები პალესტინელთა ტერიტორიებიდან.
დღეს ისრაელის ტანკები და ფეხოსნები შევიდნენ პალესტინის დასახლებულ პუნქტ ბეით-რიმაში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ქალაქ ჯენინში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. პალესტინის ავტონომიის ინფორმაციის მინისტრის, აბედ რაბოს ცნობით, ორი დღის მანძილზე 35 პალესტინელი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ნაბლუსში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას უკანასკნელი ორი დღე-ღამის მანძილზე 30 პალესტინელი იქნა მოკლული. ამ ცნობების დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურება არ ხერხდება, ვინაიდან ეს ქალაქები სამხედრო ზონად არის გამოცხადებული და ჩაკეტილია ჟურნალისტებისთვის. ისრაელის ხელმძღვანელობა შვიდი ისრაელი სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება. ისრაელის ხელმძღვანელობის ცნობით, უკანასკნელი ათი დღის მანძილზე 200 პალესტინელი და 11 ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG