Accessibility links

logo-print

დღეს ღაზაში პალესტინის სამხედრო სასამართლომ


დღეს ღაზაში პალესტინის სამხედრო სასამართლომ ექვს პალესტინელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ისრაელთან თანამშრომლობისთვის.

დღეს ღაზაში პალესტინის სამხედრო სასამართლომ ექვს პალესტინელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ისრაელთან თანამშრომლობისთვის.
”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ყველაზე ახალგაზრდა ბრალდებულს – 15 წლის აბდელ ხალიმ ჰამდანს – სიკვდილით დასჯა 15 წლის კატორღით შეუცვალა. ექვსივე პალესტინელი დაპატიმრებულ იქნა იმ ბრალდებით, რომ მათ ისრაელის სპეცსამსახურებს გადასცეს ინფორმაცია პალესტინელთა ავტონომიის თავდაცვითი ობიექტებისა და იმ პალესტინელი აქტივისტების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ისრაელის უშიშროების სამსახურების მიერ იქნენ განადგურებული. ხუთი ბრალდებულის სასიკვდილო განაჩენები პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა უნდა დაამტკიცოს. მხოლოდ გასული კვირის მანძილზე პალესტინის ხელისუფლებამ 10 ადამიანი დასაჯა სიკვდილით ისრაელთან თანამშრომლობის გამო.
XS
SM
MD
LG