Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში გაიმართა ოპოზიციის არასანქციონირებული აქცია


ბელორუსიაში გაიმართა ოპოზიციის არასანქციონირებული აქცია, რომელიც ცნობილი ბელორუსი პოლიტიკოსის, გენადი კარპენკოს სიკვდილის მესამე წლისთავთან არის დაკავშირებული.

ბელორუსიაში გაიმართა ოპოზიციის არასანქციონირებული აქცია, რომელიც ცნობილი ბელორუსი პოლიტიკოსის, გენადი კარპენკოს სიკვდილის მესამე წლისთავთან არის დაკავშირებული.
როგორც სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება, ბელორუსიის გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის 70-მდე აქტივისტმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, ქვეყნის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად. მოპიკეტეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც უგზო-უკვლოდ დაკარგული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პორტრეტებია გამოსახული. გენადი კარპენკო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო 1994 წელს. ოფიციალური ვერსიით იგი ინსულტისგან გარდაიცვალა საავადმყოფოში 1999 წელს. ბელორუსიის ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს კარპენკოს სიკვდილში და პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს მას.
XS
SM
MD
LG