Accessibility links

logo-print

ფინანსთა სამინისტრო, მიმდინარე წელს 26


ფინანსთა სამინისტრო, მიმდინარე წელს 26 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხებს გაიღებს

ფინანსთა სამინისტრო, მიმდინარე წელს 26 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხებს გაიღებს
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სს ,,თბილავიამშენისათვის”, რომლის პროდუქციითაც მოხდება თურქმენეთის მიმართ საქართველოს 324 მილიონი აშშ დოლარის დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, - აცნობა პრაიმ-ნიუსს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი თქმით, დაფინანსების შესახებ ,,თბილავიამშენთან” ხელშეკრულებას ერთი კვირის წინ მოეწერა ხელი. ნოღაიდელის განცხადებით, აღნიშნული საწარმოსათვის სახსრების გამოყოფა თურქმენეთის ვალის გასტუმრების შესახებ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოხდება. მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს თურქმენეთის ,,სუ-25” ტიპის სამხედრო თვითმფრინავების შეკეთებას და ახლების წარმოებას. ,,პარიზის კლუბის” ფარგლებში ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკებები თურქმენეთთან სავარაუდოდ მაისში შედგება, - აღნიშნა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG