Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა დღეს მაროკოში ვიზიტით დაიწყო სამშვიდობო მისია,

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა დღეს მაროკოში ვიზიტით დაიწყო სამშვიდობო მისია,
რომლის მიზანი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის შეჩერებაა. მაროკოში პაუელი მეფე მოჰამედს, აგრეთვე საუდის არაბეთის პრინც აბდულას შეხვდება. ამერიკელი მინისტრის ვიზიტის წინა დღეს მაროკოს დედაქალაქ რაბათში ასიათასობით დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. ამ ქვეყნიდან პაუელი ეგვიპტეში გაემგზავრება, ხოლო იქიდან ესპანეთში, სადაც შეხვდება ევროპის ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს. ამ კვირაში დაგეგმილია აგრეთვე პაუელის ვიზიტები იორდანიასა და ისრაელში.
XS
SM
MD
LG