Accessibility links

ერაყის პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა დღეს


ერაყის პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაყი ნავთობის ექსპორტს წყვეტს 30 დღით,

ერაყის პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაყი ნავთობის ექსპორტს წყვეტს 30 დღით,
ან პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის უკან დახევამდე: [სადამ ჰუსეინის ხმა]"”შეხვედრაზე 2002 წლის 8 აპრილს ერთგული, პატიოსანი და კეთილშობილი ერაყელი ხალხის სახელით გამოცხადდა ნავთობის ექსპორტის სრული შეწყვეტის შესახებ.” გადაწყვეტილება ძალაში შევიდა თბილისის დროით 15 საათზე, როცა ექსპორტი შეაჩერეს ერაყის მთავარ ნავსადგურებსა და ტერმინალებში. სადამის თქმით, თუ ისრაელი ზემოხსენებული 30 დღის განმავლობაში უკან არ დაიხევს, ერაყი სამოქმედო გეგმის შემუშავებას შეუდგება. ერაყის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ახლა 1 ბარელზე 27 დოლარს აღწევს. დღესვე ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დანარჩენ ისლამურ სახელმწიფოებსაც მოუწოდა ისრაელთან დაახლოებული ქვეყნების ნავთობით მომარაგების შეწყვეტისაკენ.
XS
SM
MD
LG