საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის ”არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს” 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მესამე ვადით წამოყენებას.
როგორც ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს თქვა, ეს არ მოხდება ”აფხაზეთის პრობლემის დადებითად გადაწყვეტისა და ქვეყნის კონსტიტუციაში ცალკეული მუხლების შესაძლო ცვლილებების მიუხედავად”. ამასთან, პრეზიდენტმა უარი თქვა ამ ეტაპზე თავისი მემკვიდრის დასახელებაზე.