Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში იმყოფება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში იმყოფება
და იქ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ”საყურადღებო კონსულტაციებს” მართავს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე. ამის შესახებ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ. ამასთან, როგორც საინფორმაციო საგენტო "პრამის-ნიუსი" იუწყება, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონფლიქტების მოგვარების საქმებში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქართველებსა და აფხაზებს, აგრეთვე ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი დიალოგი იქნება. ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში კონფლიქტის განახლება და ძალის გამოყენება დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG