Accessibility links

logo-print

ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ დღეს გამოაცხადა


ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ დღეს გამოაცხადა განიარაღების მეორე ეტაპზე იარაღის სამალავის საიდუმლოდ განადგურების შესახებ.

ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ დღეს გამოაცხადა განიარაღების მეორე ეტაპზე იარაღის სამალავის საიდუმლოდ განადგურების შესახებ.
გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, რომელიც ჩრდილოეთი ირლანდიის ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას ემხრობა, 1998 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო განიარაღების პირველი ეტაპი.
დღეს კი დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადასტურა რესპუბლიკური არმიის მორიგი ინიციატივა, დაყაროს გამოუყინებელი იარაღი. ჩრდილოეთი ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელ დევიდ ტრიმბელის განცხადებით, რესპუბლიკელთა განიარაღების პროცესს ახლა უნდა მოჰყვეს განიარაღების პროცესის დაწყება მათი მოწინააღმდეგე ძალის მიერ. ეს ნაბიჯი წინ უსწრებს მეზობელ ირლანდიის რესპუბლიკაში მოახლოებულ არჩევნებს, რომელშიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის პოლიტიკური ფრთა ”სინ ფეინი” რამდენიმე საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG