Accessibility links

logo-print

უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი


უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, დღეს გავრცელებული შედეგებით მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციას მცირე უპირატესობით უსწრებს ოპოზიციური სოციალისტური პარტია.

უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, დღეს გავრცელებული შედეგებით მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციას მცირე უპირატესობით უსწრებს ოპოზიციური სოციალისტური პარტია.
არჩევნების პირველ, გუშინდელ ტურში სოციალისტებს ერგოთ დაახლოებით 42 პროცენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ფიდეს-უნგრეთის სამოქალაქო პარტიამ 41 პროცენტი მოიაგროვა. სოციალისტური პარტიის ლიდერმა, პეტერ მედგიესიმ წუხელ გამოთქვა რწმენა, რომ მისი პარტია კიდევ უფრო ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს საპარლამენტო არჩევნების მეორე, 21 აპრილის ტურში: [მედგიესის ხმა] ”დარწმუნებული ვარ, რომ 21 აპრილს კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოგვცემს ხმას, რადგან დღეს ნათელი გახდა, რომ არაფრის უნდა გვეშინოდეს. ” კენჭისყრაში ელექტორატის 71-ზე მეტი პროცენტი მონაწილეობდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კომუნიზმის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG