Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ათაში დღეს შუა აზიის ეკონომიკური


ალმა-ათაში დღეს შუა აზიის ეკონომიკური სამიტი დაიწყო.

ალმა-ათაში დღეს შუა აზიის ეკონომიკური სამიტი დაიწყო.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა შეხვედრის გახსნაზე აღნიშნა, რეგიონის ლიდერების შეკრების მიზანია ერთმანეთის პოზიციათა უკეთ გაცნობა და შეერთებულ შტატებში სექტემბრის ტერაქტების შემდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტული ძალისხმევის აუცილებლობის გაცნობიერება. სამიტში მონაწილეობენ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები ასკარ აყაევი და ემომალი რახმონოვი, შუა აზიის ქვეყნების სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჟან ლემიე.
XS
SM
MD
LG