Accessibility links

logo-print

კოსოვოში გაეროს 14 პოლიციელი დაშავდა


კოსოვოში გაეროს 14 პოლიციელი დაშავდა საპროტესტო გამოსვლებზე წესრიგის დამყარების მცდელობისას.

კოსოვოში გაეროს 14 პოლიციელი დაშავდა საპროტესტო გამოსვლებზე წესრიგის დამყარების მცდელობისას.
როგორც გაეროს პრესდივანი ანდრეა ანგელი იუწყება, ეთნიკური ნიშნით გაყოფილ ქალაქ კოსოვსკა მიტროვიცაში ადგილობრივი სერბი ლიდერის დაპატიმრებით გამოწვეული დემონსტრაცია გადაიზარდა ძალადობაში, რომლის შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი მძიმედ არის დაშავებული. ხოლო მიტროვიცელი სერბების სათვისტომოს ლიდერმა, მარკო იაკსიჩმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს პოლიციელების მიერ გასროლილი ტყვიებით დაიჭრა 2 სამოქალაქო პირი. საავადმყოფოში მოათავსეს აგრეთვე მსუბუქად დაშავებული კიდევ 10 კაცი. საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა გაეროს პოლიციის მიერ სლავოლიუბ იოვოჩ-პაგის დაპატიმრებას.
XS
SM
MD
LG