Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის


იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესზე ჰააგაში ორი მოწმის ჩვენება მოისმინეს.

იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესზე ჰააგაში ორი მოწმის ჩვენება მოისმინეს.
პროცესი ორშაბათს განახლდა მას შემდეგ, რაც ის სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული მილოშევიჩის ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის გამო სამი კვირით იყო შეწყვეტილი. მოწმეებმა ისაუბრეს 1998-99 წლებში, კოსოვოს კონფლიქტის დროს იუგოსლავიის არმიის დანაშაულებრივ ქმედებაზე. ამასთან ამ მოწმეების ჩვენების დეტალები, აგრეთვე მათი ვინაობა, მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არ გამჟღავნებულა. ამასობაში ბელგრადიდან მოსული ინფორმაციით, სერბიის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ბრალდებები წაუყენა კოსოვოს ომის დროს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილ 2 სერბს. მათ ქალაქ პოდუევოში 19 ეთნიკური ალბანელის დახოცვაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებათა წაყენების ფონია იუგოსლავიის მთავრობის მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილთა გადაცემის საკითხში გაეროს ტრიბუნალთან თანამშრომლობის პირობებს ეხება.
XS
SM
MD
LG