Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა შიშობს, რომ ისრაელის იერიშებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა თვითმმართველობის განადგურების საფრთხე უკავშირდება.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა შიშობს, რომ ისრაელის იერიშებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა თვითმმართველობის განადგურების საფრთხე უკავშირდება.
სოლანას თქმით, ისრაელი არ უნდა დაელოდოს რამდენიმე დღეში აშშ-ს სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის ვიზიტს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. როგორც სოლანამ აღნიშნა, პალესტინელთა მმართველი სტრუქტურების გარეშე შეუძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება. დღეს უფრო ადრე ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომანო პროდიმ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას ”დიდი ჰუმანიტარული კრიზისი უწოდა”.
XS
SM
MD
LG