Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის თქმით, ისრაელის ჯარების


ევროპის კავშირის თქმით, ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანა პალესტინელთა ტერიტორიებიდან სრულიად არ არის საკმარისი და იგი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის.

ევროპის კავშირის თქმით, ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანა პალესტინელთა ტერიტორიებიდან სრულიად არ არის საკმარისი და იგი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე პიკემ დღეს მადრიდში განაცხადა, რომ ისრაელმა გაჭიანურების გარეშე უნდა გაიყვანოს ჯარები ყოველგვარი პირობის გარეშე. პიკემ აგრეთვე გააკრიტიკა პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი და მოუწოდა მას, იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ. დღეს ისრაელმა ჯარები გაიყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებიდან, კალკილიიდან და ტულკარმიდან, მაგრამ ტანკებისა და ჯავშნოსანი ტექნიკის ალყაში მოაქცია ისინი. ბრძოლები გრძელდება დასავლეთი ნაპირის ქალაქებში, ბეთლემში, ნაბლუსსა და ჯენინში.
XS
SM
MD
LG