Accessibility links

logo-print

ორმოცი ათასმა ავღანელმა ლტოლვილმა დღეს


ორმოცი ათასმა ავღანელმა ლტოლვილმა დღეს ვერ შეძლო პაკისტანიდან სამშობლოში დაბრუნება.

ორმოცი ათასმა ავღანელმა ლტოლვილმა დღეს ვერ შეძლო პაკისტანიდან სამშობლოში დაბრუნება.
როგორც გაეროს ლტოლვილთა საკითხების უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, პაკისტანელმა გლეხებმა ჩაკეტეს ავღანეთისკენ მიმავალი გზები. ისინი პროტესტს აცხადებენ გადასახადის გადაუხდელობის გამო სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვის, აგრეთვე ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის აკრძალვის წინააღმდეგ. ირანის საზღვართან მდებარე ზარანჯის რაიონში ავღანელთა მოქიშპე დაჯგუფებებს შორის ბრძოლების გამო შეჩერებული იყო ლტოლივლების დაბრუნება ირანიდანაც. მაგრამ, ახლახან მოსული ცნობების თანახმად, 146-მა ავღანელმა ლტოლვილმა გადაკვეთა ირან-ავღანეთის საზღვარი პროვინცია ჰერათში.
XS
SM
MD
LG