Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სავაჭრო-ეკონომიკური


ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები დგას ჩინეთის სახალხო რესპებლიკის თავმჯდომარის,

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები დგას ჩინეთის სახალხო რესპებლიკის თავმჯდომარის,
ცზიან ცზემინისა და გერმანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებზე, რომელიც ბერლინში მიმდინარეობს. გერმანიის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ ჩინეთის ლიდერთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუცილებელია რწმენის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერიც აპირებს ამ საკითხის წამოჭრას ცზიან ცზემინთან შეხვედრაზე. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეიშნელმა” მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მოსთხოვოს ჩინეთის ლიდერს ჩინეთში მუსულმანური უმცირესობის უფლებების დაცვა და რელიგიური მოძრაობა ”ფალუნგუნის” მიმდევართა რეპრესიების შეწყვეტა.
XS
SM
MD
LG