Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები 10 აპრილიდან ტყვარჩელის რაიონის პატრულირებას იწყებენ.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები 10 აპრილიდან ტყვარჩელის რაიონის პატრულირებას იწყებენ.
როგორც პრაიმ-ნიუსს უთხრა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ევნევიჩმა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მხარის თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული. მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ტყვარჩელის რაიონში აფხაზების ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის არსებობასთან დაკავშირებით. სამშაბათს ვალერი ევნევიჩი განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ჯონი ფირცხალაიშვილს შეხვდა.
XS
SM
MD
LG