Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ქალაქ ვაიმარში გერმანიის კანცლერმა


გერმანიის ქალაქ ვაიმარში გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას ძველ ვალთან დაკავშირებით.

გერმანიის ქალაქ ვაიმარში გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას ძველ ვალთან დაკავშირებით.
რუსეთი საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისგან აღებული 7 მილიარდი ევროს ნაცვლად გერმანიას გადაუხდის მხოლოდ ნახევარ მილიარდ ევროს, ანუ 14-ჯერ ნაკლებს.
ვაიმარში სხვა თემებიც იქნა განხილული. პუტინმა პრესკონფერენციაზე ვაიმარში განაცხადა, რომ რუსეთი არ ესწრაფვის ვეტოს უფლებას ნატოში, მისი თქმით, საჭიროა ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესება, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი რუსეთის გარეშე მოგვარებული ვერ იქნება.
გერმანიის კანცლერმა თავის მხრივ ეს აზრი ასე გამოხატა. [შრიოდერის ხმა] “არ შეიძლება არსეობდეს მყარი მშვიდობა და მყარი კეთილდღეობა ევროპაში ერთი მხრივ ნატოსა და ევროპის კავშირს და მეორე მხრივ რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე”.
XS
SM
MD
LG