Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა,
რომ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების საკითხში ჯერაც რჩება მოუგვარებელი პრობლემები. უთანხმოებები არსებობს, მაგალითად, რაკეტების დათვლა-აღრიცხვის მეთოდის გარშემო. გარდა ამისა, რუსეთი ეწინააღმდეგება ვაშინგტონის წინადადებას, ბირთვული ქობინების ნაწილი კი არ გაანადგუროს, არამედ გააუვნებელყოფს და ისე შეინახოს. [იგორ ივანოვის ხმა] “რუსეთი მომხრეა იმისა, რომ შემცირება იყოს რეალური, და არა ვირტუალური და რომ ჩვენ რეალურად გავაგებინოთ ერთმანეთს, რა რაოდენობის ქობინებსა და მათი ტრანსპორტირების საშუალებებს ვფლობთ.” იგორ ივანოვმაც და კოლინ პაუელმაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკებისას პროგრესს მიაღწიეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმება მომავალი 10 წლის მანძილზე ბირთვული ქობინების ერთი მესამედით შემცირების შესახებ, ხელმოსაწერად მზად იქნება მაისისთვის, ანუ მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG