Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანი


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანი აღარ აწვდის მონაცემებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ეს ქვეყანა იცავს ბირთვული გამოცდების გლობალური აკრძალვის ხელშეკრულების პირობებს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანი აღარ აწვდის მონაცემებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ეს ქვეყანა იცავს ბირთვული გამოცდების გლობალური აკრძალვის ხელშეკრულების პირობებს.
როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა დღეს ვენაში განაცხადა, ირანისგან მონაცემები ამ უწყებას იანვრის მიწურულიდან მოყოლებული აღარ მიუღია. ხელშეკრულება ბირთვული გამოცდების გლობალური აკრძალვის შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა; მას ხელი მოაწერა 165-მა ქვეყანამ, მაგრამ მხოლოდ 90-მა მოახდინა მისი რატიფიკაცია. ირანი ამ უკანასკნელთა შორის არ არის, მაგრამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აქამდე ნებაყოფლობით აწვდიდა ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG