Accessibility links

logo-print

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა წინადადებას საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის რატიფიცირების შესახებ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა წინადადებას საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის რატიფიცირების შესახებ.
ამ დოკუმენტს პარლამენტარები ხვალ, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. როგორც კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა, აღნიშნული შეთანხმებით, აშშ დაახლოებით 65 მილიონ დოლარს გამოყოფს საქართველოსთვის დახმარების გაწევისა და მისი ოპერაციული შესაძლებლობების განვითარებისთვის, რათა საქართველომ თავად შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა-გაკონტროლება და ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარება.
პროგრამით გათვალისწინებულია 2000-მდე ქართველი სამხედროს მომზადება ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ.
აშშ უფლებას იტოვებს, სამი წლის განმავლობაში განახორციელოს ინსპექტირება და აუდიტი გაწეული დახმარების მიზნობრივ განკარგვაზე.
XS
SM
MD
LG