Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით


ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, მისი არმია მანამდე არ დატოვებს პალესტინელთა დასახლებულ პუნქტებს, ვიდრე ტერორისტები არ დანებდებიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, მისი არმია მანამდე არ დატოვებს პალესტინელთა დასახლებულ პუნქტებს, ვიდრე ტერორისტები არ დანებდებიან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ჩასვლისთვის სამხედრო ოპერაცია დამთავრებული არ იქნება. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით არიელ შარონმა: [არიელ შარონის ხმა] “მე ვთქვი, რომ ოპერაცია გაგრძელდება და ის გაგრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ ჯარის გაყვანას არც ჯენინიდან, არც ნაბლუსიდან, არც რამალადან და არც სხვა ადგილებიდან, სადაც ახლა ვართ. მათ შორის არც ბეთლემიდან, სადაც ჩვენი ამოცანა უკვე შევასრულეთ. ჩვენ იქიდან არ გავალთ, ვიდრე ტერორისტები არ დაგვნებდებიან.” კოლინ პაუელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მისიით მოგზაურობს, ისრაელს გვიან ღამით ეწვევა. დღეს იგი იორდანიაში შეხვდა ამ ქვეყნის მეფეს აბდულა მეორეს.
XS
SM
MD
LG